ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი ამოიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, 2 წლამდე ბავშვი კორპუსთან ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც შენობა ჩამოიშალა.

კორპუსი ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მაშველები და პოლიციაა მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share