ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 5 სართულიანი კორპუსის ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. მოსახლეობა საუბრობს, რომ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა.
მოსახლეობის თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია არის თუ არა მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს.
შეგახსენებთ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს-მა.
ფოტო: “აჭარის ტელევიზია”