ნგრევა ბათუმში – ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ ადამიანებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.
„რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება? ბედის ანაბარა როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად, იმ საქმეში მაინც, რის გათვლა, დათვლა, გათვალისწინება და პრევენცია 100%-ით არის შესაძლებელი?
ადამიანის ხელი საკმარისია ასეთი რამისთვის. ჩამონგრეულმა სახლმა ბათუმში ხალხი მოიყოლა. მაშველების იმედიღა მაქვს, იქნებ მსხვერპლი არ იყოს.
პ.ს. პირველ სართულს მცხოვრები არემონტებდა და საყრდენი კედელი მოხსნაო… ღმერთო ორი გრამით მეტი ტვინი და სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რა გახდა, დაგებერტყა ადამიანებისთვის?”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.