მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან-“არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის!”

მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან 👇
————————————————-
1. არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის!
2. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა.
3. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს.
ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, რა თქმა უნდა ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე და არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარების.
უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ,,ოცნება” თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას.
ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება.
ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნოდ დიდი აქციებისთვის.
მე ყოველ წუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას.
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს – ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა.
ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს.
მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე!
P.S.
და კიდევ ერთი, ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუსი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორებელი.
ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე.
ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა – შიმშილობის გამოცხადება, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის ფორმები შეზღუდულია.
ვინც გარეთ ხართ, პირიქით უნდა იყოთ კარგ, ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share