მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრისთვის ჩაინიშნა – რატომ თქვეს მოსამართლეებმა უარი მოშიმშილე სააკაშვილის პროცესის დაჩქარებაზე?

ოლიგარქ ივანიშვილის ჯიბეში მსხდომმა მოსამართლეებმა უარი განაცხადეს მოშიმშილე სააკაშვილის პროცესის გამართვაზე.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა. ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სასამართლომ უარის მიზეზად 2 გარემოება დაასახელა.

“მიზეზად ის მოაქვთ, რომ სასამართლო დატვირთულია. ეს სრული აბსურდია, დროის მეტი რა აქვთ? ზოგიერთი მათგანი ამ დღეებში სხდომებსაც არ ატარებდა. მიზეზად ის მოაქვთ, რომ უკვე შეთანხმებული არიან 10 ოქტომბერზე. იმ დროს შეთანხმდნენ, როცა სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც პროკურატურის დაკრულზე ყოვედღიურად იღებენ სხდომის გადაწევის გადაწყვეტილებას. ყველას კარგად ახსოვს, მელიას პროცესი როგორ ფორსირებულად ჩაატარეს.

კიდევ ერთი სასაცილო მიზეზი მოიტანეს, ბრალდების მხარე სათანადოდ არ არის ინფორმირებულიო. მთელი ერთი კვირაა, ვიძახით, პროცესები ჩაატარეთო და სასამართლო ამბობს, არ ვიცით, პროკურატურამ ეს იცოდა თუ არაო.” – აცხადებს ბექა ბასილაია.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, მეშინია სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, სასამართლო დარბაზში. მათ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შიში აქვთ. სხვანაირად ვერ აიხსნება სასამართლო პროცესის დაჩქარებაზე უარის თქმა. მით უმეტეს, იმ მდგომარეობაში, რომ შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება და მერე 10 ნოემბერს პროცესს ჩაატარებენ თუ არა, ამას რა მნიშვნელობა ექნება, თუ მიშა პროცესზე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს? – განაცხადა ბრიფინგზე ადვოკატმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: