მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს – ის ცოცხალია

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ის ცოცხალია და მას უახლოეს კლინიკაში გადაიყვანენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ქალბატონი ნანგრევებში 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ადგილზე მყოფები ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. ამჯერად მაშველები ნანგრევებიდან ბავშვების ამოყვანას ცდილობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share