ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც შენობა ჩამოინგრა, ერთ-ერთი ბინა მომღერალ ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა.
“ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს! დედა კარგადაა ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის,” – წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.