“ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი..დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი დაიხსნის მას ციხიდან” – თემურ ჯანაშია ციხეში სააკაშვილს შეხვდა

“არის ძალიან კარგ ფორმაში, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი” , – ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა.

მისი თქმით, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

“არის ძალიან კარგ ფორმაში, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. ვისაუბრეთ მეორე ტურებზე, ამ გამარჯვებაზე, რომელიც დიდ ქალაქებში მოვიპოვეთ ბევრი ვისაუბრეთ მარტვილში გეგმებზე, იდეა აქვს ახალი ქალაქის მშენებლობის. დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი დაიხსნის მას ციხიდან, დაიხნის როცა არჩევნებზე გავიმარჯვებთ და დამყარდება ოპოზიციური პარტიების მმართველობა. ბევრი გეგმები აქვს”,- ამბობს თემურ ჯანაშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share