ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს, ის არასრულწლოვანია.

ადგილზე 20 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, 2 არასწრულწლოვანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share