მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეომიმართვა-მე ჩემ მიზანს მივაღწიე, მე ნამდვილად არ მოვკვდი,მე ვარ ჩემ ქვეყანაში, ჩემ საქართველოში და ვიბრძვი მისთვის

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქამ­დე უც­ნობ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ირ­კვე­ვა კად­რე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ტყე­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ის მე­სა­მე ქვეყ­ნის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მოჩ­ნდა.

“მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ტყი­დან. მე აქ აღ­მოვ­ჩნდი მე­სა­მე ქვეყ­ნის მეშ­ვე­ო­ბით. მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­გე, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­აგ­ზავ­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რომ ჩემი თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც მოვ­დი­ო­დი 2-ში სა­ღა­მოს, უნდა გა­და­ეს­რო­ლათ ამ ქვეყ­ნებ­ში, ვი­თომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აე­რო­პორ­ტებ­ში ცუდი ამინ­დე­ბი იქ­ნე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე, ბევ­რად ნაკ­ლე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლი გზით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა.

მე მივ­ყვე­ბი ჩემი ხალ­ხის ძა­ხილს, ჩემი გუ­ლის ძა­ხილს. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა 8 წლის შემ­დეგ ამ ხე­ე­ბის და­ნახ­ვა, ამ მი­წის და­ნახ­ვა ამ სურ­ნე­ლის შეყ­ნოს­ვა, თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ეს ჩემ­თვის.
თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა არის, როცა 8 წელი არ ყო­ფილ­ხარ შენ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტად გიყ­ვარს. ეს არის ჩემ­თვის, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ახლა რაც არ უნდა მოხ­დეს, მე ჩემ მი­ზანს მი­ვაღ­წიე, მე ნამ­დვი­ლად არ მოვ­კვდი, არ ჩავ­ძაღ­ლდი ემიგ­რა­ცი­ა­ში. მე ვარ ჩემ ქვე­ყა­ნა­ში, ჩემ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ ქარ­თვე­ლებს შო­რის, ჩემ თა­ნა­მებ­რძო­ლებს შო­რის, ჩემ თა­ნა­მებ­რძო­ლებს შო­რის, ჩემ ერს შო­რის და ვიბ­რძვი მის­თვის და ეს არის ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა”,-თქვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: