ბათუმში, პორტის მიმდებარედ ზღვაში 700 მეტრის სიღრმეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი მყვინთავებმა გამოასვენეს და ამ წუთებში გვამის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. “არანაირი სამძებრო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ზღვაში ცხედარი შენიშნეს და მოხდა მისი გამოსვენება. ასაკი და ვინაობა არ ვიცით, მიმდინარეობს იდენტიფიცირება”,- აცხადებენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.