ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანებმა მომავალ თაობაზე უნდა იზრუნონ და ამდენ სიძულვილში არ გაზარდონ.
„ადამიანები, ვინც სააკაშვილის გასამართლებას ძალადობის მუხლით ითხოვენ, ტკბებიან ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებული დაუფარავი ძალადობის და ზიზღის შემცველი განცხადებებით.
ადამიანები, ვინც წამების გამო შეცვალეს ხელისუფლება, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში წამებას მოითხოვენ…. არაჰუმანური და კანონის ჩარჩოებს აცდენილი პოსტებით კვებავენ საკუთარ თავში ჩაბუდებულ სიძულვილს…
ნუთუ ვერ ხვდებით, რამდენად დიდი ტრავმა მიიღეთ 90-იანი წლებიდან სწორედ სიძულვილის და ბოროტების ნიაღვარში ცხოვრებით? ზუსტად იგივე ტრავმისთვის სწირავთ თქვენს შვილებსაც. დარწმუნებული ვარ, თქვენს პოსტებსაც კითხულობენ და სახლშიც ამ სიძულვილით უწამლავთ სულს.
არაფრის შემქმნელ, სიძულვილით სავსე ჭურჭლებად ნუ აქცევთ მომავალ თაობასაც…“- წერს გეგჭკორი.
მსგავსი სტატიები:
“გელათში კვლავ კატასტროფაა, ქარმა დროებითი სახურავი ახადა და წყალი და თოვლი ჩადის… ”
ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი
ივანიშვილი “პაბეგშია”, აქ კი კობახიძე დაგვიტოვა- გუბაზ სანიკიძე
“ალბათ, მობეზრდა ამდენი ლაფის დასხმა და წავიდა”-ნანა შონია ივანიშვილზე
NDI: პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 36% „ცუდად“ აფასებს
რატომ არ ასრულებს “ქართული ოცნება” დაპირებებს – მდინარაძის განმარტება
მელია პარლამენტის დატოვებაზე: თუ პარტნიორების მეტი ყურადღება დაგვჭირდა, ამაზეც უნდა წავიდეთ
პარტიას „საქართველოსთვის“ არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან – გიორგი გამსახურდია
