მდუმარე აქცია – ზუგდიდში ოპოზიციის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები მსვლელობით საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია და თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია.

აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და ამაზე სწორედ მირანდა მესხია პასუხისმგებელი.

მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს.

ენმ-ს წევრებმა აქცია მას შემდეგ დააანონსეს, რაც ზუგდიდის მე-11 ოლქში, მოგებული არჩევნები ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას წაგებულად ჩაუთვალეს. ხმების დათვლის პროცესში ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ბიულეტენები მანამდე უკვე გახსნილი იყო და ის მმართველი გუნდის სასარგებლოდ იყო გადასწორებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share