ზუგდიდში გამართულ აქციაზე ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდეს, რათა მესამე პრეზიდენტი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის:
“უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს6 საათზე – თავისუფლების მოედანზე, 14 ოქტომბერს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.