ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს რომ აღდგეს სამართლიანობა – გიული ალასანია ზუგდიდის აქციაზე

ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ესწრება. სიტყვით გამოსვლისას მან შვილის პატიმრობასა და მის ბრძოლაზე ისაუბრა:

“დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს და რა არის მიზეზი – მას უნდა, რომ აქ აღდგეს სამართლიანობა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები განსხვავებული აზრისთვის არ დაისჯებიან. ბოლოს და ბოლოს ეს განსხვავებული აზრი ხომ ძალიან დიდი მონაპოვარია.

ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა სახელმწიფო, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და დღეს ამ ადამიანებს ამ სახელმწიფოში არ ეცხოვრებათ და ყველა გაქცევაზეა და ჩემი შვილი იმისთვის შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, პარტიული კუთვნილებისა, ბედნიერი იყოს თავის პატარა ლამაზ ქვეყანაში და მე გისურვებთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ”,- თქვა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share