ოზურგეთის ნომერ მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე უბნის ხმების გადათვლა გრძელდება.
ამ წუთებში დასრულდა ნატანების მე-40-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გადათვლა.
როგორც კომისიაში აღნიშნეს, ხმების გადათვლის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ საბოლოო ოქმზე არ იყო ნაჩვენები ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, თითო-თითო ხმა დაემატა ავთანდილ თალაკვაძეს(ქართული ოცნება),გია ცეცხლაძეს (გახარია საქართველოსთვის) და დამოუკიდებელ კანდიდატს კოტე შარაშენიძეს.
ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების გადათვლა სამ მაჟორიტარულ უბანში , თუმცა არანაირი მნიშვნელობა მიღებულ შედეგს არ აქვს, იქიდან გამომდინარე , რომ ამ უბნებზე პირველივე ტურში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.