მკვლელობა მოხდა ბათუმში. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მოკლა, რომელმაც, ასევე დაჭრა მოკლულის ძმაც.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მას ძმებთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მკვლელობის ბრალდებით კი, პოლიცია როსტომ გვიანიძეს ეძებს, რომელიც ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს წევრის (პარტია “გახარია საქართველოსთვის”), აკაკი გვიანიძის მამაა.