“თავისუფლება სააკაშვილს” – ასე გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
საქართველოდან დევნილი ცნობილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 87 კილოგრამ კატეგორიაში სერბეთის სახელით გახდა.
ფინალში მან ბელარუსის წარმომადგენელი მნიცკევიჩი დაამარცხა 9-1 – აშკარა უპირატესობის გამო ფინალური შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.
მეოთხედფინალში ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს წარმომადგენელი ლაშა გობაძე დაამარცხა და გავიდა რა ფინალში, გობაძე რეპეშაჟში გაიყოლა. რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაო აიღო.
სხვათაშორის დათუნაშვილმა გობაძე დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მასთან დაიტოვა და ერთობლივი სურათიც გადაიღო.
მიშას მხარდასაჭერი ტექსტი კი დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.