“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი…”-ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება უკვე დატოვა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე, მესმის რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან უსმინა გუშინ ყველაფერს რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა.

იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა”,- მბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share