“მე და ნიკუშას მეათე დღეს მოგვეცა ნახვის საშუალება…ჩვენი პრიორიტეტი არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი”-ედუარდ სააკაშვილი

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მიხიელ საკააშვილთან მისი შვილები შედიან. მედიასთან ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის პრიორიტეტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობა და თვისუფლებაა.

“ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია რომ მოგვეცა ამის საშუალება [ნახვის]  მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს”, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა მიხიელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share