რუსთავის ციხეში მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წარწერების. ლანჩხუთის ქუჩებში გაკეთების გამო, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტს, უცნობები ოჯახში მიუვარდნენ და მისი ცოლი ცემეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ლანჩხუთიდან აცნობეს.
აქტივისტი გივი ცინცაძე, მის მეუღლესთან ერთად ამ წუთებში ქალაქ ბათუმში, ექსპერტიზაზე იმყოფება.
ოფიციალური ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.