ოზურგეთში, კორონავირუსის დადასტურების გამო სამ საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი შეჩერდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეჩერებულია #2 და #4 საბავშვო ბაღების თითო ჯგუფში და მთლიანად შეწყვეტილია სასწავლო პროცესი გურიანთის საბავშვო ბაღში:
“#2 საბავშვო ბაღში აღმზრდელს დაუდასტურდა კორონა და ამის გამო, სასწავლო პროცესი შევაჩერეთ 3-4 წლიან ჯგუფში. ბავშვებიც და აღმზრდელებიც იზოლაციაში იმყოფებიან. ასევე, აღმზრდელს დაუდასტურდა კორონა #4 საბავშვო ბაღში და 5-წლიანი ჯგუფი გადავიყვანეთ იზოლაციაში. რაც შეეხება გურიანთის საბავშვო ბაღს, იქ 3 აღსაზრდელსა და მენეჯერს დაუდასტურდათ კორონა და ამის გამო, მთლიანად შევაჩერეთ სწავლის პროცესი”-გვითხრა ჭყონიამ.