ოზურგეთის მერობის კანდიდატის, “ქართული ოცნებიდან”, ავთანდილ თალაკვაძის გარემოცვა, ამ წუთებში, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს, დაბა ნარუჯაში ხვდება.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ნარუჯიდან მიაწოდეს.
წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ადგილობრივ “ნაციონალებთან”, გურიის გუბერნატორის მამა, ოზურგეთის საკრებულოს ახალარჩეული დეპუტატი პარტიული სიით, ნუგზარ ურუშაძე ხელმძღვანელობს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, საუბრის თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.