გურიის მოამბე

ბათუმის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ამ წუთებში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას, სულ 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი. საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული, რომლებსაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ოჯახის ოთხი წევრი გუშინ 10 ოქტომბერს, სოფელ ჭარნალში დაასაფლავეს.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights