“მიხეილ სააკაშვილი რომ მომკვდარიყო, დღეს ფეისბუქი სავსე იქნებოდა მისი ფოტოებით…ჩემი მხარდაჭერა მას,ამ უთანასწორო ბრძოლაში”-ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ჩემი მხარდაჭერა მას, ამ უთანასწორო ბრძოლაში” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ ფაქტთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ რეაქციას, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჯოლიანი, სოციალური ქსელით ეხმაურება.

ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გარდაცვლილ ადამიანებს უფრო აფასებენ ვიდრე ცოცხლებს.

,,მიხეილ სააკაშვილი რომ მომკვდარიყო, დღეს ფეისბუქი სავსე იქნებოდა მისი ფოტოებით. მგონი მართლა მკვდრებს უფრო ვაფასებთ, ვიდრე ცოცხლებს.ისტორია იტყვის ვინ, სად ვიდექით მაშინ როცა საქართველოს ისტორიის ეს ფურცელი იწერებოდა, მაგრამ მანამდე მიშამ მინდა იცოდეს, ჩემი მხარდაჭერა მას, ამ უთანასწორო ბრძოლაში” – წერს ჟორჟოლიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: