გაძვირებული ცხოვრება – ეკონომისტები ქვეყანაში ფასების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პურის და ფქვილის გაძვირების შემდეგ, ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც გაიზარდოს. მათი თქმით, შექმნილი ვითარების დარეგულირება ახლა შეუძლებელია და ამაზე მთავრობას წლების წინ უნდა ეზრუნა.
ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ოქტოპმბრის თვეში გაძვირდებოდა პროდუქტებზე ფასები. ჩვენ ვახსენეთ პურის გაძვირება. ამას, რა თქმა უნდა, იწვევს პირველ რიგში, ის, რომ თვითონ ნედლეულზეა გაძვირებული ფასი,. სამწუხაროდ, ფასები მოიმატებს სხვა პროდუქტებზე. ინფლაცია გვაქვს მაღალი და მინდა აღცვნიშნო, რომ 2022 წლის პირველი კვარტლის ინფლაციის შედეგის მაჩვენებლი მოიკლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები გაიაფდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით იაფი ცხოვრება არ დაგვიბრუნდება. ამ წუთში, რომ რაიმე მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ამას არ უშველის, ეს უნდა გაეკეთებინათ წლების მანძილზე, – ამბობს ეკონომისტი, ნიკა შენგელია.
მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ხელისუფლება ისევ დუმილს ინარჩუნებს.