საქართველოში კვერცხის და ფრინველის ხორცის იმპორტი მცირდება, ექსპორტი იზრდება – სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

ამასთანავე, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში 35,757 ტონა (42,202 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 31,517 ტონა (36,774 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელის იანვარ-აგვისტოში 5,243 ტონა (5,739 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი გავიდა, ხოლო 2021 წელს – 5,805 ტონა (6,351 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ, ქათმის კვერცხს და ხორცს.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის 8 თვეში საქართველომ კვერცხი შეიძინა:

  • ჩეხეთი – 5 400 მლნ ცალი
  • თურქეთი – 1 098 მლნ ცალი
  • უნგრეთი – 602 ათასი ცალი
  • ნიდერლანდი – 302 ათასი ცალი
  • რუსეთი – 180 ათასი ცალი

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს კვერცხი (3,743 მლნ ცალი) მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ქათმის ხორცი შეიძინა:

  • თურქეთი – 8 206 ტონა
  • ბრაზილია – 5 976 ტონა
  • ნიდერლანდი – 3 103 ტონა
  • უკრაინა – 2 810 ტონა
  • აშშ – 2 644 ტონა

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც მიმდინარე წელის 8 თვეში საქართველომ ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელა:

  • სომხეთი – 2 986 ტონა
  • უზბეკეთი – 1 017 ტონა
  • ყაზახეთი – 802 ტონა
  • თურქმენეთი – 710 ტონა
  • აზერბაიჯანი – 237 ტონა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share