დავითგარეჯის საქმეზე კომისიის ორი წევრის დაკავებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი თავის facebook გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის სახელმწიფო ინსიტუტების რღვევა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში მშვიდობიანი გზით მოხდება ხელისუფლების ცვლილება.
იმას რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, ეს არის მცდელობა, გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა. ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა მთელი ქვეყნის, აი ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიან საქართველოს, სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი, რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო დაიწყებს ძალიან სწრაფი ტემპით მოძრაობას და ვერავინ ვერ შეძლებს შექმნას ქაოსი და არეულობა, ვერც ჩვენ მეზობლებთან და ვერც ქვეყნის შიგნით. საქართველოში მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი ცვლა, დემოკრატიული გზით, ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და არანაირი მანიპულაცია, – ამბობს მიხელ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე დაიბარეს კომისიის ყოფილ წევრებიც.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.