“გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწიეთ”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რაკიღა ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის საერთაშორისო რეიტინგები. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს სიახლე, ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქულების გაუმჯობესების შესახებ გახდა ცნობილი. საქმე ეხება გლობალური კეთილდღეობის ინდექსს, სადაც საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 100%-დან 61.8%-ს მიაღწია და ეს არის ქულების გაუმჯობესება, რის შედეგადაც ჩვენ შევინარჩუნეთ 53-ე ადგილი, ეს არის მართლაც ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60 ქვეყანას მიღმა იყო, ეხლა კი საკმაოდ ისეთი, კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა იმის თქმა და არ ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში სუფევს კეთილდღეობა, ჩვენ შორს ვართ აქედან, რადგან ძალიან დიდი პრობლემებია გლობალური პანდემიით გამოწვეული და ჩვენ ბევრ სირთულეს ვუსწორებთ თვალს და ვუმკლავდებით, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე.”- განაცხადა თურნავამ.
მსგავსი სტატიები
- 58
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 55
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 51
19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
- 44
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცხოვრება ია-ვარდით ნამდვილად არ იყო მოფენილი. მის ოჯახსაც შეეხო 1937 წლის რეპრესიები და წარუშლელი კვალიც დატოვა. თავისი ცხოვრებისი უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ნათელა ურუშაძემ თავის მოგონებებში ისაუბრა: “დავიბადე 1923 წელს. როცა მამა დაიჭირეს, 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1937 წლის ზაფხულში. მამა, ამბერკი ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ფარმაცევტი იყო. ის…