მერაბ სეფაშვილი: “მაგრად იდექი ჩემო მიშა”!

“მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო მეორე ტურში, რაც გადამწყვეტი იქნება. მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჩამოვიდა და გაწირა თავი, იმედი უნდა მივცეთ ჩვენც”
-განაცხადა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, მერაბ სეფაშვილმა ტვ “მთავარის” ეთერში, სადაც მან ასევე ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რაც დღეს, მისივე თქმით, ქვეყანას ძალიან სჭირდება:
“აუცილებელია ცვლილებები, პრეზიდენტს ვეტყოდი, რომ გამაგრდეს! ძლიერად იყავი ჩემო მიშა, მაგრად იდექი! მე ეჭვი არ მეპარებოდა მისი ქვეყნისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში, მან ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოსთვის”-თქვა სეფაშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share