ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსი სამი თვის ბავშვს დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაუდასტურა.
„ სამი თვის ბავშვია ინფიცირებული, დაინფიცირების წყაროს და კონტაქტებს ამ წუთებში ვსწავლობთ.“- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 127 შემთხვევა გამოვლინდა.