პარლამენტის ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციებს და ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებსრა დროსაც ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
როგორც ნადირაძე აცხადებს, ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც მისივე სიტყვებით, სურს თავი გადაირჩინოს.
“ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ვიდექით 9 აპრილს, 23 ნოემბერს, 31 დეკემბერს, ძალიან ემოციურია, ჩვენ ვქენით ეს ყველაფერი, ამ 30 წლის მანძილზე სულ ცოტა სამჯერ ამოვატრიალეთ ეს ქვეყანა. როგორც ჩანს, ჩვენი ერის ნაკლი იმაშია, როგორც იმპერიის პროვინციის ხალხებს ახასიათებს და საბჭოთა ბეჭედჩარტყმულებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ნაწილი ერის საღია, ყოველთვის დგას იქ სადაც ქარცეცხლია, რატომღაც რომ მოვდუნდებით, ყველაზე ცუდებს, უკანასკნელებს ჩვენს შორის ვაძლევთ რაღაცის სადავებს.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ნიჰილისტურ და სტაგნაციურ მდგომარეობიდან შეგვიძლია ამოვატრიალოთ ყველაფერი.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ მიყვებოდე შენი მტრის დღის წესრიგს, ირონიული ამ ყველაფერში ის არის, რომ ახლა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ჰგონია, რომ თავს გადაირჩენს და პუტინთან იქნება პირნათელი და საქართველოს გაანულებს, გააუბრალოებს, სააკაშვილსაც მოიშორებს და მერე ყველაფერი იქნება კარგად.
პუტინი ასეთ რამეებს არავის პატიობს. მას შემდეგ რაც, ის საქართველოს გაანადგურებს, პუტინი გაანადგურებს ივანიშვილს. ეს არის ოქროს კანონი რუსეთის იმპერიის ყველა მმართველისთვის.
რაც შეეხება მიშას მდგომარეობას, ეს ისეთი დამთრგუნველია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანია, არა იმიტომ, რომ ამდენი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, არამედ მასთან ერთად კლავენ ყველაზე მთავარ სიმბოლოს, ჩვენი ქვეყნის წარმატებულობას, აი იმ ნიშნულს, რომ ეს ქვეყანა ათი წლის წინ იყო ევროპის ათეულში, ხოლო ხუთეულში, როგორც ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და უსაფრთხო ქვეყანა და დღეს ვართ 185-ე. მე მგონია, რომ მიშა ძალიან განსხვავებულია და ამ ყველაფრისგანაც გამოძვრება”,- განაცხადა მაია ნადირაძემ “ფორმულას” ეთერში.