დღეს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსში დაღუპული 5 პირის დაკრძალვაა.
მათგან ოთხი, მათ შორის 12 წლის დავით ჩომახია, დედასთან ერთად ბათუმის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ტაძარში დილიდან არ წყდება ადამიანთა რიგები. პოლიტიკოსები, მსახიობები და უბრალოდ, ბათუმელები პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას.
დღეს, სამძიმრის სათქმელად ბათუმის საკათედრო ტაძარში ის მაშველები მივიდნენ, რომლებიც სამი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.