…
საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათია გადელიამ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღო.
ზუგდიდელმა გოგონამ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. თუმცა, 91 კილოგრამით მხოლოდ მეორე იყო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ატაცში გადელიამ საკუთარ საუკეთესო შედეგს ოთხი კილოგრამით აჯობა. 92 კილოგრამით პირველი იყო მექსიკელი ლიზარაგა ჰერნანდესი, ხოლო 90 კილოგრამი ირანელმა იეკტა ჯამალი გალენიმ აიტაცა.
გადელიამ აკვრაში მესამე ცდაზე 117 კილოგრამი დააფიქსირა. რაც ასევე ოთხი კილოგრამით მეტია მისივე საქართველოს რეკორდზე. აკვრაში ჩვენებურს ორი კილოგრამით ჩამორჩა ჯამალი გალენი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. მექსიკელმა კი, აკვრაში იმდენად სუსტად იასპარეზა, რომ აკვრაშიც და ორჭიდის ჯამში სამეულში რუსი დარია მეშჩერიაკოვა (114კგ) გამოჩნდა.