“გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხებზე. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო – სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში 9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.