საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
“უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყდივსი დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.
ახლა რაც მთავარია, 14-ში ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება, თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას. ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი ბრძოლის ინტრუმენტი.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გათავისუფლებას მივაღწიო უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობირივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებში. 30-ში გამარჯვება მოიოვება მოლოდ 30-მდე ყოველდღირი, ყოველწუთიუერი ბრძოლით და შუეპოვრობით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება.