ლანჩხუთში,ბუნებრივი არის გაჟონვის გამო, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს სხეულის 80%-იანი დამწვრობა აქვს და თბილისშია დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” მორიგე ექიმმა ვლადიმერ კინწურაშვილმა უამბო.
შეგახსენებთ, ლანჩხუთში რამდენიმე საათის წინ მრავალსართულიან ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
აფეთქების დროს ბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.მეორე 20 წლის დაზარალებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.
ფაქტთან დაკავშირებით, სოკარში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
შს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის გამო ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.