„დამცინით, მაგრამ…“ – ამირან გამყრელიძე „ტვინდემიაზე“

„წელს, როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი, რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული – ტვინდემია,“ – განაცხადა დღეს, 12 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძე.

შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა “დაჩაგრა” გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს, როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი, რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული – ტვინდემია, “თვინინგი” იცით, ხომ, რაც არის?, – ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გაუარესებული ვითარების გამო, სპეციალისტები ახალი შტამის გამორიცხვის მიზნით კვლევებს ატარებენ.

„ვიკვლევთ (ახალ შტამებს) იმიტომ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ. ჯერ არაა [დადასტურებული], ჯერ ყველა დელტაა, – თქვა გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share