თავისუფლება მიშას! – პეტიციას დეკანოზი ზაზა თევზაძე და დედა სიდონია შეუერთდნენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმომწერი სასულიერო პირების რიცხვი სულ უფრო  იზრდება. მესამე პრეზინდეტის გათავისუფლების მოთხოვნას დეკანოზი ზაზა თევზაძეც შეუერთდა. სასულიერო პირი ექსპრეზიდენტს პოლიტპატიმრად ღიად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნილია. დეკანოზი ზაზა თევზაძე ასევე, ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, როდესაც სასწორი გაფუჭებულია, მისი ნდობა არ შეიძლება.

პეტიციას მოვაწერე ხელი და ხელი მოაწერა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ. მისი ციხეში ყოფნა, მისთვის თავისუფლების აღკვეთა, ვფიქრობ, რომ ზიანის მომტანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ის არის პოლიტიკური დევნილი. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სასამართლო სისტემა, დაზიანებულია, ფაქტობრივად, ჰგავს გაფუჭებულ სასწორს, რომლითაც ვერ აწონი და მისი ნდობა არ შეიძლება, – ამბობს დეკანოზი.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს დედა სიდონიაც და ამბობს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მოვაწერე ხელი. არ შეიძლება ეს, გაუთავებლად ვიმეორებდეთ წინა პრაქტიკას, უნდა შეიცვალოს ფორმა დასჯისა, პასუხისგებისა. ამ პირობებში, როცა ამდენი დაუსჯელი ადამიანია მემგონი ეს არ არის ჩემპიონობა, რომ პრეზინდეტი, რომელიც თუ ცუდია ბევრი მის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი კარგიც გააკეთა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის პერიოდი სამარდება მასთან ერთად ახლა, – ამბობს დედა სიდონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share