“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, “მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს დასცინიან”.
“ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს, “თავისუფლება მიშას”, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვას – უნდა დაფიქრდნენ თუ არა ამაზე ევროპარლამენტარებიც, “ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: “თავისთავად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი”.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე აქცია გაიმართება თბილისში, თავისუფლები მოედანზე.
გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე ათასობით მოქალაქე აწერს ხელს, მათ შორის, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და ხელოვანები.