“სამართლიანობის სახით ახლა ხდება შურისძიება, ეს არის ნათელი და ცხადი.
როდესაც ასამართლებ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ეს არის მასობრივი უსამართლობა”-განაცხადა მიშა მშვილდაძემ ტვ “პირველის” ეთერში. მისივე თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია ქვეყნისთვის და ის არ დაუშვებდა, რომ ამ ამბებს ჩაევლო მიშას გარეშე:
“ეს ჩვეულებრივი თავფანწირვის აქტია ამ ადამიანისგან, ამიტომ, მის მიმართ მე ახლა გაცილებით პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვიდრე ვიყავი თუნდაც ერთი წლის წინ.
აი ეს ღარიბაშვილი, პრემიერ მინისტრის და სახელმწიფო მოხელის გადმოსახედიდან კი არ ვამბობ, აი, კაცი შიმშილობს, ციხეშია და შენ შობელძაჺღლო ნუღა დასცინი…
ეს ხომ ენით აღუწერელი ბოროტებაა, არაადამიანობაა და როგორ ვუშცებთ ხალხო ამას? რაღაც საშინელ ქვეყნად ჩამოვყალიბდით. რა ევროკავშირი, რა ნატო, რა გაერო? რაღაც შავ ხვრელებში ვართ”-განაცხადა მშვილდაძემ.