“მე დარწმუნებული ვარ ვარ და მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს როგორც პრეზიდენტს შეცდომა არ დაუშვია “
– ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტვ “პირველის” ეთერში:
“მისი მხრიდან მე ვხედავდი უაზრო შრომას და თავგანწირვას ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინა ხელის გულზე ატარებდა, მე ვხედავდი ეს წლები მასში უაზრო ნოსტალგიას. მიშა ამ რისკზე წავიდა ქართველი ხალხის იმედით და ეს მან თავადაც თქვა. მაგას აქვს ძალიან ღრმა რწმენა, რომ ყველაზე გაბედული და უშიშარი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, რომ ქართველები განსაკუთრებული ხალხია. მე მინდა, რომ ჯანმრთელი იყოს. მე მგონი რაღაც გზა გამოიძებნება…
გიული ალასანიას თქმით, მიშას დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შენებაში განსაკუთრებულ წვლილის შეტანას შეძლებებ: “არასდროს უთქვამს მიშას, რომ მას სურს ერთპიროვნული მმართველი გახდეს ამ ქვეყნის, მისი სურვილია, გამოცდილი, ნიჭიერი, ახალი სახეები მოვიდნენ და მართონ ქვეყანა” – განაცხადა ალასანიამ.