“დიახ, ეს საქართველოა, სადაც არ პატიობენ ნიჭს და გულწრფელობას”

არა ერთი კომენტარი ვნახე, სადაც აღნიშნავენ რომ “ნატვრის ხე“ დეპრესიული ფილმია. დიახ ბატონებო. ეს ჩვენი წარსული და აწმყოა, სადაც ადამიანებს სილამაზეს არ პატიობენ. დეპრესიულია რადგან ერთმანეთის სახეებს ვხედავთ და ვიცით არაფერი შეცვლილა. ეს საქართველოა, სადაც არ პატიობენ ნიჭს და გულწრფელობას. დიახ ეს ჩვენი ქვეყნის გუშინდელი და დღევანდელი დღეა, სადაც ციციკორეები, მამაო ოხროხინეები და მეოცნებე ელიოზები მართავენ საქართველოს. სადაც სიკვდილამდე ელოდებიან შიოლას და ყველაზე იაფად ჰყიდიან სიყვარულს. დიახ ეს არის ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველო, რომელსაც ღვთსმშობლის წილობა ვერ ვაპატიეთ და ვუწილადეთ ეშმაკს!!!
საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share