“გასაჯაროებული იქნა ძალიან დეტალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ნიუანსები…რაც არის არასწორი და არღვევს პატიმრის უფლებებს”-ლომჯარია

სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მესამე პრეზიდენტის  პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაში ადანაშაულებს. ომბუდსმენი საგანგებო განცხადებით  უწყებას ახსენებს, რომ ჯანმრთელობის მგომარეობის შესახებ ინფორმაცია  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება და მისი გასაჯაროება კანონდარღვევაა. ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციური დაწესებულების და ასევე, პრემიერის მხრიდან  მსგავი შინაარსის განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის  მიერ სამედიცინო მომსახურეობაზე უარის თქმას.

იმ ფორმით მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, როგორც ეს მოახდინა პენიტენციურმა სამსახურმა, არის არასწორი და არღვევს პატიმრის უფლებებს. გარდა ამისა, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, მათ შორის, პრემიერის მხრიდან, ვფიქრობ, რომ უბიძგებს მოშიმშილე პატიმარს, რომ გადავიდეს შმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე და ასევე, უარი თქვას სამედიცინო შემოწმების გავლაზე, ვინაიდან გასაჯაროებული იქნა ძალიან დეტალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ნიუანსები, ამიტომ მე მოვუწოდებ პენიტენიცურ სამსახურს და ყველა პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გაზრდის პირის განწყობებს, რომ გადავიდეს უფრო რადიკალურ ფორმებზე, ვინაიდან ეს საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დაამძიმებს პატიმრის მდგომარეობას და შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი მისი სიცოცხლისთვისაც, – განაცხადა ომბუდსმენმა.

რუსთავის მე 12 პენიტენიცურმა სასმსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავცელა, პრემიერმა კი მესამე პრეზიდენტს შეახსენა, რომ მოშიმშილეები თაფლს არ იღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: