“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო.
რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.