ბიზნესმენი ფადი ასლი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს:
ვფიქრობ, რომ ყველა ის პატიმარი, რომელთა დაპატიმრებასაც პოლიტიკური სარჩული უდევს, ასევე უნდა გათავისუფლდეს.
ვფიქრობ, რომ ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ბრალი წარედგინათ და პატიმრობა მიესაჯათ, ამნისტია უნდა შეეხოთ.
ვფიქრობ, რომ ყოფილი მთავრობის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გადასახლებულნი არიან, საქართველოში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეთ.