აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც საუბრობს. ინფორმაციას rferl-ი ავრცელებს.
ობამა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. როგორც ის ამბობს, ბუში მკაცრი არ იყო პუტინის მიმართ და რუსეთს საშუალება მისცა 2008 წელს თავს საქართველოში შეჭრილიყო.
„ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა“,- წერს ობამა მემუარებში