მიხეილ სააკაშვილის როლი სხვა პარტიების ბულინგია – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის როლი არის სხვა ოპოზიციური პარტიების ბულინგი,- ამის შესახებ მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მსგავსი პარტიები შესაძლოა, წავიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე.

„სააკაშვილის როლი არის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და ასევე შემოვლენ პარლამენტში, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს. სააკაშვილისგან, რომელმაც აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ მხარი დაუჭირა იმას, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, ეს არს შედარებით ნაკლები დანაშაული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share