მეუფე ანანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს

მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა სვეტიცხოველში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ტაძართან ვართ, ტაძართან. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: