თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უერთდება. ის “საყოველთაო შერიგების” იდეასაც მხარს უჭერს.
“ჩვენ მარტო არ უნდა გვქონდეს ერთ ან ორ ადამიანზე გათვლილი, თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და დაუბრუნდნენ საყვარელ ოჯახებს. რაც შეეხება შერიგებას, რა ჯობია, აბა ქართველმა კაცმა რა უნდა გააკეთოს?!” – თქვა მეუფე მიქაელმა.
ცნობისთვის, სვეტიცხოველში იმყოფება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანიაც. მან თქვა რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს “აუცილებლად მოაწერეს”.
განსხვავებული პოზიციას აქვთ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანესა და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ არ აპირებს, პეიტიციას ხელი მოაწერს. რაც შეეხება მეუფე იოანეს, კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “დამნაშავეა, დანაშუალს არ აღიარებს და კიდევ “ხულიგნობს”, რის გამოც შერიგება ვერ მოხდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.